საქართველო 1918-1921 წლებში
სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში, გაიმართა ანდრო კაჭარავასა და ალექსანდრე დაუშვილის წიგნის „საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა - ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის" პრეზენტაცია. წიგნის დაწერის იდეა ამერიკაში მოღვაწე ექიმს ანდრო კაჭარავას ეკუთვნის და იგი თავისუფალი საქართველოს ისტორიას ეძღვნება. ცნობილი ისტორიკოსის ალექსანდრე დაუშვილის თანაავტორობით, ნაშრომში ასახულია საქართველოს ისტორიის მეტად რთული პერიოდი, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თავისუფალი საქართველოს საგარეო პოლიტიკას - დამოკიდებულებას თურქეთთან, გერმანიასთან, რუსეთთან და „ანტანტის" ქვეყნებთან. კარგადაა ნაჩვენები, თუ რა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი საქართველო რუსეთის რევოლუციის შემდეგ პერიოდში. ნაშრომში მდიდარი ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობის გააზრების საფუძველზე და უახლესი მასალების გათვალისწინებით, პოპულარული ფორმით გადმოცემულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის, მისი პოლიტიკური განვითარების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის საინტერესო და დრამატული ისტორია. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის და ეძღვნება ყველა იმ მამულიშვილის ხსოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. http://www.mcs.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
თავისუფალი დედაქალაქი - როგორ ცხოვრობდა თბილისი 1918-1921 წლ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რას წერდა 1918 1921 წლებში ბეჭდური მედია
TV IMEDI
ლექცია-დისკუსია: „საქართველო და ახლო აღმოსავლეთი 1918-1921 წ...
TSU Library
სტუმარი - ბესიკ არახამია
Radio Atinati
როგორ აღნიშნავდა 1918-20 წლებში საქართველო დამოუკიდებლობის დ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიასა და საქართველოს ურთიერთობები (1918-1921 წლებში)
ფაქტები საქართველოდან
#გაიგემეტი 1918-1921 წლებში მიმდინარე რეფორმები და ქართული...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველო - ბათუმი
TV IMEDI