შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი

13.03.2021 01:17

დღეიდან საქართველოში სავაჭრო მოლები, არასასურსათო ობიექტები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ. ორშაბათიდან კი მუშაობას იწყებენ სავარჯიშო დარბაზებიც. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი მნიშვნელოვანია პოსტკოვიდური რეაბილიტაციისთვის, რადგან ადამიანებმა ჩვეული ფიზიკური ფორმა დაიბრუნონ, შაბათ-კვირას სავაჭრო ცენტრების მუშაობა კი ბიზნესის შემოსავალს გაზრდის და მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, მათთვის მოსახერხებელ დროს საჭირო ნივთები შეიძინონ. სავაჭრო ცენტრები დღეს დილიდან გახსნილია, სპორტული დარბაზები კი ფუნქციონირებას 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო