მამისა ჯაფარაშვილი: ბრძოლა საბანკო-სამევახშეო პოლიტიკის წინააღმდეგ

19.10.2022 07:46

მამისა ჯაფარაშვილი 6 ოქტომბერს აღსრულების სამსახურმა სახლიდან ძალადობრივად გამოასახლა. გამოსახლებიდან რამდენიმე დღეში, მამისა ჯაფარაშვილმა თანამებრძოლებთან ერთად მოახერხა საცხოვრებელში დაბრუნება. როგორც ის ამბობს, სახლს ბანკს არ დაუთმობს, რომლისთვისაც აღებულ სესხზე 2-ჯერ მეტი აქვს გადახდილი. თუმცა, მას სახლის კერძო საკუთრებაში დაბრუნება არ უნდა. ის ცდილობს ეს ადგილი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის კერად აქციოს და საბანკო-სამევახშეო სისტემისგან დაზარალებული ადამიანები გააერთიანოს. გვიპოვეთ აქ: Facebook:   / mautskebeli.ge   Instagram:   / mautskebeli.  . Twitter:   / mautskebeli   Web: https://www.mautskebeli.ge/

გაზიარება: