გამოსახლებების წინააღმდეგ მებრძოლი მამისა ჯაფარაშვილი ძალადობრივად გამოასახლეს
მამისა ჯაფარაშვილი, რომელიც უკვე 10-ზე მეტი წელია იბრძვის გამოსახლებებისა და საბანკო- სამევახშეო სისტემის წინააღმდეგ, ხაშურში ძალადობრივად გამოასახლეს. ის უარს ამბობს მოლაპარაკებაზე, რადგან ბანკისთვის უკვე გადახდილი აქვს იმაზე 2-ჯერ მეტი (66 ათასი დოლარი), ვიდრე ისესხა(28 ათასი დოლარი). ამას გარდა, ბანკმა აუქციონის გზით საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად შეიძინა მისი ბინა და მიწის ფართობი (ერთად 17 ათას ლარამდე), რის შემდეგაც, ბანკის განცხადებით, მამისა ჯაფარაშვილს კიდევ გადასახდელი დარჩა იმდენი, რამდენიც თავდაპირველად ისესხა (დამატებით 28 ათასი დოლარი). დღევანდელი გამოსახლება უნდა შეფასდეს, როგორც სადამსჯელო ოპერაცია მათ წინააღმდეგ, ვინც საბანკო-სამევახშეო სისტემას ებრძვის, რადგან უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოასახლეს ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თავად ეხმარებოდა ათასობით მოქალაქეს სამევახშეო სისტემის მხილებასა და მასთან წინააღმდეგობაში. საქართველოს პარლამენტში გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადების საკითხი 2014 წელს იყო დაყენებული. თუმცა, ბოლო მოსმენაზე, სხდომა პარლამენტში დამონტაჟებული ბომბის შესახებ შეტყობინების საფუძველზე ჩაიშალა, რასაც საკანონმდებლო ორგანოს ევაკუაცია მოყვა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ათასობით ოჯახი კვლავ გამოსახლების მოლოდინშია. საზოგადოებისთვის ისევ უცნობია სამევახშეო ბაზრის რეალური მოცულობა და იმ კაპიტალის წარმომავლობა, რომელსაც მევახშეები საქართველოს მოსახლეობაზე აპროცენტებენ. გვიპოვეთ აქ: Facebook: / mautskebeli.ge Instagram: / mautskebeli. . Twitter: / mautskebeli Web: https://www.mautskebeli.ge/
მაუწყებელი • Mautskebeli-ის სხვა ვიდეოები
ლალი ეფრემიძე ნამოხვანში მიმდინარე მოვლენების შემდ...
ილია ჭანტურია - "გემი დავლანდე"
სოფელი ზოდი განადგურების მოლოდინში
საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი/Otlaqsız qalan kə...
ცხოვრება ემიგრაციაში: ნანიკო ქურიძის ისტორია
კომპანიას მძღოლების ნახევარი მილიონი ევრო მართებს
გერმანიაში ქართველი მძღოლების გაფიცვა გრძელდება
გიორგი ზენაიშვილი: ტრაილერის მძღოლების გაფიცვა გერ...
მსგავსი ვიდეოები
გამოსახლებების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება
მაუწყებელი • Mautskebeli
კლასელის გამოსახლებების წინააღმდეგ
მაუწყებელი • Mautskebeli
ჭიათურელი მაღაროელები გამოსახლების წინააღმდეგ
მაუწყებელი • Mautskebeli
კურიერები გამოსახლების წინააღმდეგ
მაუწყებელი • Mautskebeli
გიორგი მაისურაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
მაუწყებელი • Mautskebeli
სტუდენტების მიმართვა
მაუწყებელი • Mautskebeli
ილია ჭანტურია - სოლიდარობა კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას
მაუწყებელი • Mautskebeli
ცხოვრება გამოსახლების მოლოდინში
მაუწყებელი • Mautskebeli