ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

09.09.2022 03:51

მსოფლიო გაერთიანებული სამეფოს მონარქს გლოვობს. „ეპოქის დასასრული, სიცოცხლე მსახურებაში, ჩვენი გულები გატეხილია“- ასეთი იყო დღეს ბრიტანული გამოცემების სათაურები. დედოფალ ელისაბედის 70-წლიანი მმართველობა დასრულდა 8 სექტემბერს, როდესაც ის შოტლანდიაში მდებარე ბალმორალის რეზიდენციაში გარდაიცვალა. მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეებს მიჰქონდათ ყვავილები და სანთლები, როგორც ბალმორალის ციხესიმაგრესთან, ისე ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან. მოქალაქეები გლოვობენ 96 წლის დედოფალს, რომელმაც თანამედროვე ბრიტანეთის და მსოფლიო ისტორიაშიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილმა ლონდონელებმა შეასრულეს ცნობილი სიმღერა, „ღმერთი დაიფარე დედოფალი“. როგორც ცნობილია, დედოფლის დაკრძალვის დეტალები ოფიციალურად უახლოეს ხანში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც ცერემონიალის გეგმას დაამტკიცებენ. ბრიტანული მედიის ცნობით, არსებობს სპეციალური გეგმა, კოდური სახელწოდებით „ლონდონის ხიდი“, ის მონარქის გარდაცვალების შემდეგ ამოქმედდა. კერძოდ, ყველა შენობებზე სახელმწიფო დროშები იქნება დაშვებული, გლოვა სავარაუდოდ, 10 დღით გამოცხადდება. ასევე ჰაიდ პარკში დაგეგმილია 96 გასროლა, მონარქის პატივსაცემად. როგორც ბრიტანელების უმეტესობა ამბობს, დედოფალი მათთვის ცვლილებებით აღსავსე სამყაროში სტაბილურობის სიმბოლო იყო. ელისაბედ მეორეს გარდაცვალებიდან დაუყოვნებლივ, გაერთიანებულ სამეფოს ახალი მეფე ჰყავს. ის 73 წლის ჩარლზია. როგორც ცნობილია, ის მეფობის დროს ჩარლზ მესამის სახელს ატარებს. უკანასკნელ წლებში, პრინცი ჩარლზი ისედაც ითავსებდა მონარქის გარკვეულ მოვალეობებს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დედოფალი ზოგიერთ საჯარო ღონისძიებებზე დასწრებას ვერ ახერხებდა. ჩარლზმა დედის გარდაცვალების შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ეს უდიდესი დანაკარგია მისთვის და მთელი ერისთვის. „ელისაბედ მეორე იყო კლდე, რომელზეც აშენდა თანამედროვე დიდი ბრიტანეთი“- ეს შეფასება ინგლისის ახალარჩეულ პრემიერ მინისტრ ლიზ ტრასს ეკუთვნის. ის სულ რაღაც 3 დღის წინ მიიღო დედოფალმა და მთავრობის მეთაურად დანიშნა. ლიზ ტრასი არის მეთხუთმეტე პრემიერ-მინისტრი, რომელიც ელისაბედ მეორეს მმართველობის პერიოდში ხელმძღვანელობს მთავრობას. თავის გამოსვლაში ტრასმა ახლა მეფეს წარმატება უსურვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

96 წლის ასაკში დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა
07:40

96 წლის ასაკში დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

TV IMEDI

დედოფლის ეპოქა დასრულდა - საქართველოს ყოფილ ელჩი ბრიტანეთში, გიორგი ბადრიძე
07:06

დედოფლის ეპოქა დასრულდა - საქართველოს ყოფილ ელჩი ბრიტანეთში,...

Euronews Georgia

გელა ჩარკვიანი იხსენებს ბრიტანეთის დედოფალთან შეხვედრას
02:13

გელა ჩარკვიანი იხსენებს ბრიტანეთის დედოფალთან შეხვედრას

რადიო თავისუფლება

ეპოქის დასასრული - გამომშვიდობება დედოფალთან
04:12

ეპოქის დასასრული - გამომშვიდობება დედოფალთან

TV IMEDI

გაერთიანებული სამეფო დედოფალ ელისაბედ მეორეს გლოვობს
06:25

გაერთიანებული სამეფო დედოფალ ელისაბედ მეორეს გლოვობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ელისაბედ მეორე - 70- წლიანი ეპოქის დასასრული
05:52

ელისაბედ მეორე - 70- წლიანი ეპოქის დასასრული

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დედოფლის უკანასკნელი გზა ვესტმინსტერის სააბატოდან დაიწყო
05:40

დედოფლის უკანასკნელი გზა ვესტმინსტერის სააბატოდან დაიწყო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია
01:17

დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო