შემსუბუქებული რეგულაციები და ვაქცინაციის პროცესი

07.09.2021 07:12

მეზობელ თურქეთში კორონავირუსის ახალი, ე.წ. მიუ შტამის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. საბედნიეროდ, საქართველოში მეოთხე ტალღის დაღმასვლის ტენდენცია გრძელდება. ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იკლებს. თუმცა, სერვერზე დაფიქსირებული ხარვეზების გამო, ინფიცირებულთა დღევანდელი რაოდენობა - 2 000-მდე ინფიცირებული, შესაძლოა სრულ სურათს არ ასახავდეს. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 50 ადამიანი ემსხვერპლა. დაავადების გავრცელების ტემპების შენელების ფონზე, სატრანსპორტო შეზღუდვა იხსნება. მომავალი კვირიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. დადებითობის დღიური მაჩვენებელი ახლა 7 %-ია. ამ მონაცემის 4 %-მდე ჩამოსვლაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სკოლებში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო