ვაქცინაციის ახალი ეტაპი
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლებში ვაქცინაციის ახალი ეტაპი დაიწყო. უწყების წარმომადგენლები წყალტუბოს რაიონში, სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში იმყოფებოდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას, ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. კამპანიის ფარგლებში, 50 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ, აცრა, სოფლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. მათ მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები გაუწევენ. კამპანიის ფარგლებში, სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში ადგილობრივების ნაწილმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა. კამპანია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება, ერთჯერადად 200-ლარიან დანამატს, ბუსტერდოზით აცრის შემთხვევაში კი, 100-ლარიან დანამატს მიიღებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვაქცინაციის ახალი ეტაპი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინაციის ახალი ეტაპი - „დღის თემის“ შეკითხვებს პაატა იმნა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინაციის ახალი ეტაპი - „დღის თემის“ შეკითხვებს დავით გადე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დღის ამბები" - 4 ნოემბერი
ტელეკომპანია ბორჯომი
ეპიდვითარება და ვაქცინაციის პროცესი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster