ვეტერან პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურნირი

25.05.2019 01:19

ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო კორტებზე ვეტერან პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურნირი დაიწყო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეძღვნება. მთავარი პრიზისთვის სხვადასხვა ასაკის 30-მდე სპორტსმენი იბრძვის, რომლებიც  საქართველოს სახელს სხვადასხვა წლებში იცავდნენ.

გამარჯვებულები მამაკაცთა წყვილთა თანრიგში გამოვლინდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 28 ათასი ლარია. ვეტერანთა თასი წლეულს პირველად იმართება - ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალი წლიდან ტურნირი ტრადიციული და საერთაშორისო გახდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub