სამი მითი გვიანი საბჭოეთის შესახებ | თამარ ქებურია | ექსტრაქტი

05/09/2024
Litagora-ის მიერ

ლიტაგორას ახალი ვიდეოების სანახავად გამოიწერეთ არხი, შემდეგ კი დააჭირეთ ზარის ღილაკს.

საბჭოთა კავშირის ფუნქციონირების შესახებ ისტორიები ყველას გვსმენია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ისტორიები უფრო მეტად სტერეოტიპული და ყოფითი ხასიათისაა ვიდრე აკადემიურად დადასტურებული ფაქტები. მათი ნამდვილობაზე შემოწმება მხოლოდ მიუკერძოებელი კვლევის საფუძველზეა შესაძლებელი. დოქტორანტი თამარ ქებურია საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს.
ამ კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი გვიანდელი სსრკ-თან დაკავშირებულ მითებს უკავია. სპეციალურად \"ექსტრაქტის\" პირველი ეპიზოდისთვის თამარი სამ მითს გამოარჩევს და საუბრობს მიგნებებზე, რომლებიც კონტრ-ინტუიციური შეიძლება იყოს თანამედროვე, პოსტ-საბჭოეთში მცხოვრები ადამიანებისათვის.
მაგალითისათვის, ერთ-ერთი ასეთი მითის მიხედვით საბჭოელი მუშები ზარმაცები იყვნენ. თამარის კვლევა ცხადყოფს რომ ხშირ შემთხვევაში, საქმე პირიქით იყო.
თამარ ქებურია დოქტორობის კანდიდატია ისტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიოტინგენის უნივერსიტეტში.
\"ექსტრაქტი\" ლიტაგორას რუბრიკაა, რომლის მიზანი აკადემიის კედლებს გარეთ ახალი ცოდნის და საინტერესო კვლევების გატანა და პოპულარიზაციაა.

ვიდეო: დათო ლობჟანიძე
პროდიუსინგი და thumbnail: სალომე ლეჟავა
მუსიკა:
half.cool - THIS CLOSE
Yung Logos - Housin
Asher Fulero - Night Snow
Density \u0026 Time - Torison
Dan Henig - Danger Snow
Jeremy Blake - Final Girl

ვიდეო გადაღებულია The Arthouse Gallery-ში
  / the_arthousegallery  

გამოყენებული მასალები: მ. ბორაშვილის დოკუმენტური ფილმი \"რეკონსტრუქცია\" (1980 წ.), კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი; საარქივო ფოტოები კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივიდან და პირადი არქივებიდან.


----------------------------------------------------------------------------------

მეგობრებო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორაციული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.

თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორაციული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე).

ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.

გზამკვლევი ჩვენი მხარდაჭერებისათვის:
5-დან 20 ლარამდე (Shout-out შემდეგი თვის პირველ ვიდეოში)
20-დან 50 ლარამდე (Shout-out + ლიტაგორას “სიახლეების ფურცელი” 3 თვის განმავლობაში)
50 ლარი და მეტი (Shout-out + “სიახლეების ფურცელი” 6 თვის განმავლობაში)

*”სიახლეების ფურცელი” არის ლიტაგორას ყოველთვიური წერილი (newsletter), რომელიც არა მხოლოდ საინტერესო ამბებს და რჩევებს მოიცავს კულტურის სხვადასხვა სფეროდან, არამედ გაწვდით ინფორმაციას ჩვენი გეგმების შესახებ და ხშირ შემთხვევაში ჩვენს იუთუბ არხზე განსათავსებელი ვიდეობის წინასწარ ნახვის საშუალებასაც მოგცემთ.

საქართველოს ბანკი:
GE29BG0000000538341364

თიბისი:
GE19TB7351736080100015

მიმღები: ააიპ ლიტაგორა
დანიშნულება: დონაცია

თუ უკვე ხართ ლიტაგორას შემომწირველი (დონაცია შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე ყოველთვიური), და გსურთ მიიღოთ დამატებითი მასალები ჩვენი საქმიანობიდან Newsletter-ის სახით, შეავსეთ ეს მცირე ფორმა
http://eepurl.com/idbazT
Facebook
  / litagora  
Instagram
  / litagoramagazine  
Web
https://litagora.ge/

ვიდეოები „Litagora"-ისგან