ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი - შეფასებები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს და ჯოზეფ ბორელის გზავნილებს თბილისში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მინისტერიალმა და ევროკომისრის განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღებამ და ევროდირექტივების ჩაგდებამ ევროკავშირის გზაზე მიღწეული შედეგის შესაძლო გადახედვა გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილი გამოსავალს სანქციებში ხედავს, „ქართული ოცნებისთვის“ კი დასავლეთიდან გამჭვირვალობის კანონის გამო გაჟღერებული კრიტიკა გაუგებარია. ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მინისტერიალზე მსჯელობის ძირითადი საკითხები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებასთან ერთად, საქართველო იყო. ევროპელი დიპლომატები ჯოზეფ ბორელის მიერ შეთავაზებულ ზომებს განიხილავდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საპასუხოდ. მინისტერიალის შემდეგ, ჯოზეფ ბორელმა შემაჯამებელი განცხადება მედიასთან გააკეთა და განაცხადა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება საქართველოს ევროკავშირს აშორებს. მისივე თქმით, ევროპის მშვიდობის ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერის გეგმის შეწყვეტას წევრი სახელმწიფოების ერთსულოვნება არ სჭირდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი - შეფასებები პოლიტ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 29 ნოემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი
TV IMEDI
საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster