საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ხვალ გახდება ცნობილი, რა საკითხებზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია. ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა შავგულიძის განცხადებით, მთავარი საკითხი საარჩევნო კომისიების ფორმირება. მისი განმარტებით, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილესთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტი ცალსახად ითხოვს, რომ მოადგილე უნდა იყოს ცესკო-ში ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატებისგან არჩეული ერთ-ერთი წევრი, რასაც ხელისუფლება არ ეთანხმება. არის შეთავაზება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს, მათ შორის ერთი არაპარტიული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავჯდომარის მოვალეობას შეასრულებს. დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დასაზუსტებელი და ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე ისეთი მოდელი შეიმუშავეს, რომელზეც საბოლოო ჯამში შეთანხმება შესაძლებელია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.