ისრაელის დელეგაცია მინისტრთან

28.08.2012 01:10

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დიასპორის მინისტრს, იული ედელშტაინსა და ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, ისრაელის პრემიერ მინისტრის „ნატივის" დეპარტამენტის უფროსი ნაომი ბენ-ამი, ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დიასპორის მინისტრის მოადგილე კობი ცორეფი, საქართველოში ისრაელის საელჩოს პირველი მდივანი რონ შეხტერი და ისრაელის ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) წევრი ნინო აბესაძე არიან, ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დიასპორის მინისტრი იული ედელშტაინი ხელმძღვნელობს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუასა და ისრაელის დელეგაციის შეხვედრის თემა ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა. http://www.mcs.gov.ge   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო