ახალი 2 | აქცია ზუგდიდში | 27.09.12

09/27/2012
GeoArchive-ის მიერ

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე სტუდენტურ აქციებს სოლიდარობას ზუგდიდელებიც უცხადებენ. პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ფაქტები ზუგდიდის ცენტრში შეკრებილმა სტუდენტებმა სასტვენებით გააპროტესტეს. აქციას მოგვიანებით სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ახალგაზრდებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ფეხით მსვლელობაც მოაწყვეს და კონკრეტული მოთხოვნებით პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს. \"დაისაჯონ ჯალათები!\", \"ჩვენ გვტკივა ქართული დემოკრატია\" - ამ შინაარსის პლაკატებით ახალგაზრდები რამდენიმე წუთის განმავლობაში პროკურატურის შენობასთან იდგნენ, რომელიც მათი თქმით, ზუგდიდში უსამართლობის სიმბოლოა.
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube