დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

24.11.2018 00:31

საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მამაკაცმა სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი უკანონოდ შემოიტანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული აჭარაში დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია: 105 აბი "სუბოქსინი" და ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი". დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog