პროფ. დრ. ვაიგელის საჯარო ლექცია

06/22/2015
Ilia State University-ის მიერ

12 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიში პროფ. დრ. ზიგრიდ ვაიგელმა წაიკითხა საჯარო ლექცია, სათაურით – „ჰანა არენდტი – აზრები და ნაწერები განსხვავებულ პოლიტიკურ და ენობრივ კულტურათა უფსკრულის თავზე“.

ზიგრიდ ვაიგელის ლექცია მიძღვნა ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დაარსებას და სოცკულტსა და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრს (ZfL) შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბერლინის კულტურისა და ლიტერატურის კვლევის ცენტრს (ZfL) შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას. ამ თანამშრომლობის გაღვივებაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად, ZfL-ის დირექტორს, პროფ. დრ. ზიგრიდ ვაიგელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

http://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/...

ვიდეოები „Ilia State University"-ისგან