ნორჩ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

16.10.2019 01:13

„თბილისური აისი“,- მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ნორჩ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი  გაიხსნა.

წელს ღონისძიებაში მონაწილეობას 9 ქვეყნის წარმომადგენელი მიღებს. ხუთი საფესტივალო დღის განმავლობაში, ნაჩვენები იქნება კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 80-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელთაც სპეციალური ჟიური შეაფასებს.

ფილმების თემატიკა თავისუფალია. ავტორები 8-დან 20 წლამდე მოზარდები არიან. ფესტივალის საზეიმოდ დახურვის ცერემონიაზე გამარჯვებულს სპეციალური გრან-პრი გადაეცემა. ასევე გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania