მინდია გოგოჭურს პატიმრობა შეეფარდა
გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს პატიმრობა შეეფარდა. განცხადება ამის შესახებ პროკურატურამ გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მინდია გოგოჭურს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მინდია გოგოჭური 6 დეკემბერს ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, ის მძიმე დანაშაულისთვის ძებნილ პირს იფარებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი შეეცადნენ იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურებას, რის გამოც მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადაყარეს. დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი მარგველაშვილი გოგოჭურის საქმეს ეხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
მინდია გოგოჭურის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპეცოპერაციისას დაკავებულ მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წარუდგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დანაშაუილს არ აღი...
Tv Kavkasia
მინდია გოგოჭური წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინდია გოგოჭურის მეზობლების განცხადებით, არც გასროლის და არც...
PalitraNews