როგორია რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა

21.10.2018 03:43

რუსთავში აფეთქებისას დაშავებული ორი მოზარდი მკურნალობას თბილისში განაგრძობს. რუსთავის კლინიკებში კი სულ ხუთი პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ჟანგბადის ბალონის აფეთქება რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ავტოფარეხის დემონტაჟის დროს მოხდა. დაშავდა სულ 12 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: