ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფის განცხადება
ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. დოკუმენტს სეიმის სხვადასხვა ფრაქციათა 13 წევრმა მოაწერა ხელი. სეიმის წევრთა ჯგუფის განცხადებაში დაფიქსირებულია მოთხოვნა, გაუქმდეს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონების „დამოუკიდებლობის“ უკანონო აღიარება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებულ იქნან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლები. განცხადება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, კვლავ აქტიურად იმოქმედოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. ასევე აღინიშნება, რომ პარლამენტართა ჯგუფმა საჯარო განცხადება მოამზადა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული პროვოკაციების ფონზე, ოკუპირებულ ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონის გუგუთიანთკარში უკანონო ბარიერების აღმართვის, საცხოვრებელ ადგილებზე და მათ გარშემო ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების, აძვისთავის და ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის შემდგომი დესტაბილიზაციის შემდეგ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პავილიონისი: "უკრაინელები ყოველდღე ჩვენთვის იბრძვიან"
ამერიკის ხმა
პავილიონისი განმარტებებისთვის სეიმში დაიბარეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მელიამ ლიეტუველ დეპუტატთან შეხვედრის შემდეგ მზადყოფნა გამოხა...
სააგენტო GUARDIAN GE
შეხვედრა ლიეტუველ დეპუტატებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ლიეტუველ დეპუტატებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის მინისტრი ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებს შეხვდა
თავდაცვის სამინისტრო
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ლიეტუველ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ
Girchi - მეტი თავისუფლება
ნათია თურნავამ ლიეტუველ კოლეგასთან პირდაპირი მიმოსვლის საკით...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო