განვითარების 10 წლიანი გეგმა

03.08.2021 04:33

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, უწყების 10-წლიანი ხედვა და სტრატეგია წარადგინა.

რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების თავიდან არიდება, საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობის მოგვარება და დიალოგის გაგრძელება აფხაზებთან და ოსებთან - ეს შერიგების საკითხებში მინისტრის აპარატის მთავარი პრიორიტეტებია. სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია ონლაინ პლატფორმის შექმნაც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობაში დაეხმარება. სახელმწიფო სტრატეგიაში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კეთდება ქართული ენის სწავლებაზე. მინისტრი პირობად დებს, რომ 2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა სრულ უმრავლესობას. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog