da miyvarxar - soso mikeladze

07/26/2020
Mariami K-ის მიერ

#დამიყვარხარ, #მიყვარხარ, #ბათუმი, #მედაშენ, #sosomikeladze
ვიდეოპროექტი: Studio MSX
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, მასტერინგი: რეშად ბაგიროვი
ბექ-ვოკალი: რუსა მანველი
ხმის ჩაწერა: „ფილი სტუდიო“
მსახიობი: ლორენა ზოიძე
2019 წელი, ოქტომბერი/ნოემბერი

Video: Studio MSX
Written by: Soso Mikeladze
Arrangement, mastering: Reshad Bagirov
Back-vocal: Rusa Manveli
Vocal recording: „Fili Studio“
Starring: Lorena Zoidze
2019, October/November

განსაკუთრებული მადლობა ცისკარა უგრეხელიძეს
განსაკუთრებული მადლობა იანა ზაიცევას
სპეციალური მადლობა GIKA STUDIO-ს
სპეციალური მადლობა ირინა ნაგორნაიას

Русский дословный перевод: https://wp.me/p2yRJ1-23n

„და მიყვარხარ!“ (სიმღერის ტექსტი)

I ნაწილი

წვიმს და ეს გული კვლავ მაინც სულ ელის შეხვედრის დღეს,
და სულ მახსენებს კვლავ შეყვარებულად ყოფნის სილამაზეს!
შენ არ გიყვარვარ, თუმც თვალებს თვალებში ვერ მისწორებ,
და სულ ეფერები ბავშვს, ძველ სურათზე რომ შენს გვერდით დგას.
და მაიძულებ რომ სულ შენთვის ვიცხოვრო,
ყოველ წუთს, ყოველ წამს, სულ შენზე, სულ შენზე ვიფიქრო!

მისამღერი:

და მიყვარხარ, თუმც სიგიჟეა ის, რასაც ვგრძნობ,
და მიყვარხარ, თუმც სიყვარული არ არსებობს,
და თუნდაც თქვან, რომ სულ ტყუილად მოველი მზეს,
მე მაინც დავანთებ ჩვენს ულამაზეს დღეს!

II ნაწილი

სულ აღარ რჩება დრო, ეს მონატრებით შექმნილი დრო,
და ბედისწერის ხმა ანგრევს ყოველ ფუძეს და ჭერს.
უკვე დავნებდი გულს, ჩემი სიცოცხლის ულმობელ გეზს,
და ველოდები სულ ახალი ბედნიერების ჯერს.
კარგად მესმის, რომ გზაც არ დამიტოვე სხვა,
უნდა ვიარო წინ, მხოლოდ წინ, რომ გადავცურო ზღვა!

მისამღერი:

და მიყვარხარ, თუმც სიგიჟეა ის, რასაც ვგრძნობ,
და მიყვარხარ, თუმც სიყვარული არ არსებობს,
და თუნდაც თქვან, რომ სულ ტყუილად მოველი მზეს,
მე მაინც დავანთებ ჩვენს ულამაზეს დღეს! (2-ჯერ)

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

სიმღერის ვიდეოპროექტის ავტორია MSX STUDIO. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო რომა და ბექა მსხილაძეებს ამ დაუვიწყარი ნამუშევრისათვის, რომელშიც არაჩვეულებრივი განვითარება ჰპოვა სიმღერის არსმა - რომანტიკამ, სიხარულის მოლოდინმა, მზიანმა გრძნობებმა, ორი ადამიანის მძაფრმა ერთგულებამ. დიდი მადლობა MSX STUDIO-ს პროფესიონალიზმის, ხარისხის, თანადგომისა და ბათუმში გადაღებების დაუვიწყარი დღეებისა და ატმოსფეროსათვის!
სიმღერის არანჟირება ეკუთვნის აზერბაიჯანელ მუსიკოსს რაშად ბაგიროვს. ამ ადამიანის დამოკიდებულება და მიდგომა საქმისადმი, შრომისუნარიანობა, ნიჭი, ემოციურობა, გულის სისათუთე კარგად გვაჩვენებს, რომ მუსიკამ არ იცის საზღვრები და ეროვნება, რომ ხელოვნება მართლაც ზე-მატერიალურია, რომ იგი - სულიერია! დიდი მადლობა, ჩემო რაშად!
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი მეგობრის შვილს, რუსა მანველს, რომელმაც თავისი ფართო მუსიკალური ნიჭი, ხმის სილამაზე და ენერგია სრულად ჩააქსოვა ამ სიმღერას მისამღერი (ბექ) ვოკალის სახით.
სიმღერის ვოკალური ნაწილი ჩაიწერა თბილისში ბადრი ფილიშვილის სტუდიაში („Fili Studio“). ბადრისთან თანამშრომლობის ყოველი შემოქმედებითი პროცესი არის შედეგიანი, ნაყოფიერი, საინტერესო და ყოვლად კომფორტული. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისათვის, ჩემო ბადრი!
ვიდეორგოლში მთავარ როლს ასრულებს მშვენიერი ლორენა ზოიძე, რომელთანაც შემოქმედებითი თანამშრომლობა ყოვლად დადებითი და თბილი ემოციების მომტანი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელიც იგრძნობს ლორენას პერსონაჟის სილამაზეს და საოცარ პოზიტივს. დიდი მადლობა, ლორენა!
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ცისკარა უგრეხელიძეს, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ამ სიმღერის დამუშავების, გადაღებების და სხვადასხვა ორგანიზაცულ საქმიანობაში! ჩართული იყო ისევე, როგორც ჩემს ყველა ცნობილ მუსიკალურ პროექტში. დიდი მადლობა, ძმაო!
დიდი მადლობა იანა ზაიცევას, GIKA STUDIO-ს, ჩემი ოჯახის წევრებს, რადგან ამ ადამიანების კეთილმა გულებმა სიმღერის გზას სწორი განვითარება მისცეს!
და ბოლოს, უდიდესი მადლობა თქვენ, ჩემო თბილო გულშემატკივრებო, ვინც ამდენ ხანს ელოდით ამ სიმღერის გამოსვლას, ვინც დიდი ხნის განმავლობაში კომენტარებით, მოწონებებით, გაზიარებებით ხელს უწყობთ, რომ მზე ჩემი შემოქმედებისა ენთოს მაღლა, ათბობდეს და ალაღებდეს უამრავი სხვა ადამიანის გულებს!
ტრადიცისამებრ მოგიწოდებთ აქტიურად მოიწონოთ, დააკომენტაროთ, გააზიაროთ და დაულოცოთ მომავალი ამ გულწრფელ და ლამაზ ნამუშევარს!
ჩართეთ ვიდეოზე ოპცია HD-1080 და უყურეთ საუკეთესო ხარისხში!
უფალი იყოს ჩვენი მფარველი!

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!!
ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი.

   • Soso Mikeladze – და მიყვარხარ -  სოსო...  
Soso Mikeladze – Da Miyvarxar - სოსო მიქელაძე - და მიყვარხარ - Сосо Микеладзе – И я люблю тебя – And I love you
© საავტორო უფლებები დაცულია