სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები


ზუგდიდში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ ოქტომბერში დევნილთა მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის აღდგენა დაიწყო.

შენობა დაზიანებული ხის კონსტრუქციისგან გაიწმინდა, მოეწყო დროებითი სახურავი.

ზარალის შემსწავლელმა კომისიამ ყველა პრობლემური შენობა-ნაგებობა შეისწავლა, მათ შორის კერძო სახლებიც.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

დევნილთა ოთხ საცხოვრებელს სახურავი გადახადა, ზარალი მიაყენა საბავშვო ბაღებს, სკოლებს და კერძო სახლებს. ქარისაგან მოგლეჯილმა ხეებმა ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან