შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან


ტელეკომპანიების წარმომადგენლებისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრაზე, საუბარი ტელეკომპანიების მიერ დავალიანების გადაუხდელობას შეეხება, რის გამოც,  „რუსთავი ორს“, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ ინკასო დაედო.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ცნობით, ინკასო ასევე დაედო რეგიონებში მოქმედ ორ ტელეკომპანიას.

ტელევიზიების  წარმომადგენლები მიიჩნევენ,  რომ ხელისუფლება ამ გზით ცდილობს გააჩუმოს ის მედიასაშუალებები, რომლებიც მას არ ემორჩილება.  ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები გააფრთხილა და 23 დეკემბერს ერთდღიანი ვადა მისცა, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან