აქცია მახინჯაურში
მახინჯაურში ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები საცხოვრებლის დაკანონებას ითხოვენ. დღეს მათ აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ოთხსართულიანი კორპუსიდან ისინი შეიძლება გამოასახლონ, რადგან ინფორმაცია მიიღეს შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შენობაში შესახლების უფლება 2009 წელს თავად თავდაცვის სამინისტრომ მისცა, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები კი პერიოდულად შენობის დაცლას სთხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, შენობაში 42 ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ცხოვრობს. აქციას უკვე გამოეხმაურა თავდაცვის უწყება, სადაც განმარტავენ, რომ გამოსახლება საერთოდ არ განიხილება. რაც შეეხება საცხოვრებელი ფართის დაკანონებას, იმ ყოფილი ან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების საკითხს, რომლებსაც საკუთრების დამადასტურებელი რაიმე სახის იურიდიული დოკუმენტი გააჩნიათ, ან 2007 წელს კონტრაქტი აქვთ გაფორმებული, თავდაცვის უწყებაში არსებული სპეციალური კომისია განიხილავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...