აქცია ეროვნულ მუზეუმთან


„არა რეპრესიებს, დაიცავი მუზეუმი“, - ამ სახელწოდების ბანერებით ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს ეროვნულ მუზეუმთან, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენას კულტურის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, ისინი რეორგანიზაციის ფარგლებში ახსნა-განმარტების გარეშე სრულიად უსაფუძვლოდ დაითხოვეს დაკავებული თანამდებობებიდან, პროტესტის ამ ფორმით კი სურდათ როგორც ელჩებისთვის, ისე საზოგადოებისთვის მომხდარი უსამართლობის შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია.
მუზეუმიდან გათავისუფლებულთა შორის არიან ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები, ექსპერტ-მეცნიერების სტატუსით მუზეუმში დასაქმებული ასაკოვანი მეცნიერები. გათავისუფლებულ თანამშრომლებს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის პირველი ივნისიდან უწყდებათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან