დაჯარიმება რეგულაციების დარღვევისთვის


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის პერიოდში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო. გომელაურის უწყებამ 15 დემონსტრანტი 2 ათასი ლარით უკვე დააჯარიმა.

დაჯარიმებულებს სოლიდარობა 24 იანვარს გამართული აქციის სხვა მონაწილეებმა გამოუცხადეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ 11 პირი დაიბარეს, რის გამოც ისინი აქციის სხვა მონაწილეების დაჯარიმებასაც მოითხოვდნენ და გამოწერილ 2 000-ლარიან ჯარიმებს არაკონსტიტუციურს უწოდებდნენ.

დღეს ასევე დაჯარიმდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მყოფი პირების ნაწილი, ისინი დაბარებულთა სიაში არ იყვნენ, თუმცა სამართალდამცველებთან „კომენდანტის საათის“ დარღვევის ფაქტი დაადასტურეს. დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. მათმა ნაწილმა 2 000-ლარიანი ჯარიმის დამადასტურებელი დოკუმენტი ადგილზე გაანადგურა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან