რატი ბრეგაძის გამოხმაურება


„ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება იუსტიციის მინისტრი და წერს:

„დადასტურდა, რომ ფსევდომოდერნიზაციის ნიღაბს ამოფარებული, სისასტიკეზე შეყვარებული, საკუთარი უკანონო ძალაუფლების ფართო ჰორიზონტით მონუსხული, სახელმწიფოს სახელით მოქმედი ბოროტმოქმედები, პატიმრობაში მყოფ ადამიანებს დამატებით უსჯიდნენ უკანონო, ღირსების შემლახველ და დამამცირებელ სასჯელებს. წარმოდგენაც კი შემზარავია, რა ფორმას მიიღებდა ძალადობრივი რეჟიმის ტირანია, საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს პროპაგანდისტულ ნეობოლშევიზმზე რომ არ გაემარჯვა“, – აღნიშნავს რატი ბრეგაძე.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხოლოდ 2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ, გაბედეს პატიმრებმა საუბარი და დარღვევებზე რეაგირება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან