კეზერაშვილის ფაქტორი - პოლიტიკური შეფასებები
ნიკა მელიას ბრალდებების და მწვავე კრიტიკის შემდეგ დავით კეზერაშვილის განმარტებების გაკეთება უწევს. ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები მის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიაში ჩაერთვნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მხრიდან პირველი არხის ეთერში „მოოლიგარქო ტიპაჟად“ მოხსენიებული და არაფორმალური გავლენების მოპოვების მცდელობაში დადანაშაულებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოპოზიციური პარტიების შიდა საქმიანობაში ჩარევას უარყოფს, თუმცა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მონაწილეობას ადასტურებს. მელიას განცხადებისგან გამიჯვნის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული ლიდერები შიდა დაპირისპირებაზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან, თუმცა კეზერაშვილის განმარტებები დამაჯერებელი არ არის ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის. ისევე როგორც მმართველი გუნდისთვის, რომელიც ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ გავლენაზე მიუთითებს და კეზერაშვილის დღევანდელ წერილს ამ გავლენის აღიარებად მიიჩნევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 17 ივლისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საჯარო მხილება ნაციონალურ მოძრაობაში - პარტიაში ვითარება უკი...
TV IMEDI
კეზერაშვილის ფაქტორი - უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 22 სექტემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კეზერაშვილის საუკუნის თაღლითობა
TV IMEDI
კეზერაშვილის გენერლები "ნაცმოძრაობაში"
TV IMEDI
კეზერაშვილის უახლოესი გარემოცვა, კიდევ ერთ სკანდალურ საქმეშ...
TV IMEDI
კეზერაშვილის ბოლშევიკები
TV IMEDI