ელექტრონული მუსიკის ფესტივალი

06.08.2019 01:15

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სოფელ ციხისძირში, პეტრას ციხის ტერიტორიის ნაცვლად, ქობულეთის ფიჭვნარში, 10 აგვისტოს გაიმართება. გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნას უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ, ფესტივალის გამართვის გაუქმების მიზნით, ადგილობრივებმა ქობულეთის მერს მიმართეს. ფესტივალ „ჯორჯიან რეივის“ ორგანიზატორების განცხადებით, საფესტივალო ტერიტორიის ცვლილების გადაწყვეტილება, დაძაბული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად მიიღეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: