ზამთრის ნივრის მოყვანა / Выращивание озимого чеснока

11/05/2022
Shalva Gordeziani-ის მიერ

ჩვენი კოლეგა უკრაინიდან ალექსანდრე პავლუკი, დეტალურად გვიყვება ნივრის მოყვანის ტექნოლოგიაზე.
მეგობრებო, ალექსანდრეს სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების მოყვანის დიდი გამოცდილება აქვს. ის მრავალი წელია მუშაობს სოფლის მეურნეობაში და მოყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია.
აქვე ჩამოვწერ ნიორის მოყვანის ნიუანსებს, რომელიც ვფიქრობ გამოგადგებათ.

ნიადაგის დამუშავება და განოყიერება

ნიადაგი ნიორისთვის უნდა იყოს კარგად განოყიერებული გადამწვარი ნაკელით, მოხვნამდე შეგვაქვს ორგანული და PK სასუქის სრული დოზა.

ნიადაგის ანალიზის არქონის შემთხვევაში მინერალური სასუქების რეკომენდირებული ნორმა:

• N80 კგ/ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;
• P120 კგ/ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;
• K90 კგ/ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;
• ორგანული სასუქი 50-60 ტ/ჰა-ზე;

მოხვნის სიღრმე 22-26 სმ.

დარგვს წინ კულტივაცია, ფრეზირება მოსწორება, ბაზოების ფორმირება: სიგანე -1,0-1,2 მ, სიმაღლე -15-20 სმ.
სარგავი მასალის შერჩევა

ნივრის დასარგავად გამოიყენება ნივრის გარეთა მსხვილი კბილები, კბილების სიდიდეზეა დამოკიდებული მოსავლის რაოდენობაც და ხარისხიც. ანაგულის (შიგნითა კბილები) გამოყენება არ შეიძლება;

სარგავი მასალა შეიძინეთ სანდო ადგილზე;
სარგავი მასალა შეინახეთ დეზინფიცირებულ, გრილ ( 3-5°C), მშრალ, მავნებლებისა და მზის სხივებისგან დაცულ სათავსოში;

დარგვა და დარგვის ნორმები
ნიორი ირგვება როგორც შემოდგომით, ასევე ადრე გაზაფხულზე. მცირე ფართობებზე დარგვა შეიძლება ხელით, დიდ ფართობებზე კი სპეციალური სარგავი მანქანით.
შემოდგომით – ოქტომბრის მეორე დეკადა, ნოემბრის პირველი დეკადა;
გაზაფხულზე – თებერვალი, მარტის დასაწყისი;
უკეთესია შემოდგომით დარგვა.

1 ჰა-ზე საჭიროა:
→ მსხვილ კბილა – 1200-1500 კგ.
→ წვრილ კბილა – 800-1200კგ.

კვების არე:
• მწკრივში მცენარეებს შორის (წვრილ კბილა) 5-6 სმ;
• მწკრივში მცენარეებს შორის (მსხვილ კბილა) 8-10 სმ;
• მწკრივთაშორის მანძილი 20-25 სმ;
• შემოდგომით დარგვის სიღრმე 4-5 სმ;
• გაზაფხულზე დარგვის სიღრმე 2-3 სმ;
• 1 მეტრი სიგანის ბაზოზე 4-5 მწკრივი.

ნათესის მოვლა
ნივრის ნაკვეთი უნდა იყოს სარეველებისგან სუფთა, ამისთვის ნათესში ტარდება გამარგვლა, ნიადაგის გაფხვიერება, თოხნა 2-3-ჯერ ვეგეტაციის პერიოდში და 1-2–ჯერ მორწყვა.
ხახვის ბუზის, ნივრის ოთხფეხა ტკიპას წინააღმდეგ ინსექტიციდის შესხურება სასურველია 2-ჯერ ან 3-ჯერ. დაავადებების წინაამღდეგ ფუნგიციდის შესხურება კი დაწყებული მარტის თვიდან, საჭიროების მიხედვით.

ადგილი თესლბრუნვაში
თესლბრუნვაში ნივრის საუკეთესო წინამორბედი კულტურებია: პარკოსნები, საადრეო კომბოსტო და კიტრი;
გასათვალისწინებელია, რომ ნიორის დარგვა დაუშვებელია ხახვნაირი მცენარეებისგან განთავისუფლებულ ნაკვეთზე არანაკლებ 3-4 წელი.

მოსავლის აღება
ნივრის მოსავლის აღება ხდება, როგორც კი ფოჩი გაყვითლდება და ჩაწვება. მოსავლის აღება ხდება ხელით ან/და ამომთხრელი მანქანით.

შენახვა
იწვნება გალებად და იკიდება;
ეჭრება ფოჩი და ინახება გრილ, დეზინფიცირებულ, მავნებლებისგან დაცულ სათავსში.

Подробно о технологии выращивания чеснока нам рассказывает наш коллега из Украины Александр Павлюк.
Друзья, у Александра большой опыт выращивания разных овощных культур. Он много лет работает в сельском хозяйстве и производит экологически чистую продукцию.

#ნიორი
#ნიორის_მოყვანა
#ბოსტნეული
#ნიადაგის_დამუშავება
#чеснок
#Выращиваниечеснока
#овощи
#Обработкапочвы

ვიდეოები „Shalva Gordeziani"-ისგან