ადმინისტრაციული საქმე „გირჩი - მეტი თავისუფლების“ კანდიდატის წინააღმდეგ

26.08.2021 01:30

„გირჩი -  მეტი თავისუფლების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მმართველ გუნდს მასზე ზეწოლასა და დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ბადრი გრიგალაშვილის განცხადებით, მას დღეს შსს-დან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შევიდა და სხდომა გაიმართება. საქმე ეხება გრიგალაშვილის მიერ 13 ივლისს გიორგი სლოევის მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში ორი ძირი კანაფის კულტივაციას. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ეს იყო ქვეყანაში არსებული არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის გაპროტესტების აქტი და ახლა პროცესის გააქტიურება მის არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება, რადგან პროცესი რეალურად გაცილებით უფრო გვიან უნდა ჩანიშნულიყო. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლის ცნობით, მას ედავებიან კანაფის კულტივაციას და პროპაგანდას, რაც ადმინისტრაციულ სახდელებს ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლის სასამართლო
01:03

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლის სასამართლო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზურაბ ჯაფარიძის ადმინისტრაციული საქმე
00:32

ზურაბ ჯაფარიძის ადმინისტრაციული საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქციის დროს დაკავებული პირების საქმე
01:32

აქციის დროს დაკავებული პირების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააჯარიმა
01:23

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქმე XIV - ზიანის ანაზღაურება ადმინისტრაციული ორგანოსგან
18:32

საქმე XIV - ზიანის ანაზღაურება ადმინისტრაციული ორგანოსგან

ქართული სამართალი Georgian Law

ბათუმში  ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირის საქმე განიხილება
01:48

ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირის საქმე გან...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა საქმე
02:01

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქციაზე დაკავებულების საქმე
00:26

აქციაზე დაკავებულების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო