ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება

12.05.2020 02:59

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებს არ გაათავისუფლებს, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. პარტიის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა განცხადებასაც აფასებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ელჩების პოზიცია უნდა გაიზიაროს. ოპონენტების საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები არ არსებობენ და ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებას თავად არღვევს, რის გამოც მას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო