ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება


„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებს არ გაათავისუფლებს, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. პარტიის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა განცხადებასაც აფასებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ელჩების პოზიცია უნდა გაიზიაროს.

ოპონენტების საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები არ არსებობენ და ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებას თავად არღვევს, რის გამოც მას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან