პოლიტიკური შეფასებები

03.10.2020 01:12

პოლიტიკურ სპექტრში საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას გამოხმაურებები მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საბჭო აქამდეც უნდა შეკრებილიყო. ამასთან, აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს. მმართველი გუნდისთვის, ოპონენტების კრიტიკა, სხდომის გამართვის დროსთან დაკავშირებით, გაუგებარია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ოფიციალური თბილისის პოზიციას საერთაშორისო თანამეგობრობას ინტენსიურად აწვდის. დაპირისპირებულ მხარეებს კი კონფლიქტის მშვიდობის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: