საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატების წარდგენის ვადა დასრულებულია


საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატების წარდგენის ვადა დასრულებულია. გენერალური პროკურორის თანამდებობის დასაკავებლად 17 აპლიკანტია რეგისტრირებული. მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა, რომელმაც პოსტი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამო დატოვა.

პროკურორობის თითოეული მსურველის მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული. ახლა საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. აპლიკანტებს ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. საბოლოო შერჩევისთვის კი კანდიდატები პარლამენტს გადაეგზავნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან