თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა.
თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის დეტალები მიმოიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება. მისი თქმით, 212 ვაგონი ჯამში 45 მატარებელია. პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს. #tbilis #metro #kaladze #kakhakaladze #garibashvili #თბილისი #მეტრო #მატროპოლიტენი #კალაძე #ღარიბაშვილი #განახლება
misha robaqidze-ის სხვა ვიდეოები
თბილისი. იშვიათი წიგნები და ალბომები. საღამო “ბუკი...
Тбилиси. Проспект Руставели и его окрестности. Хра...
90 იანი წლების თბილისი
მინიატურული მოდელების მაღაზია “მინიმა”. თბილისი. ტ...
Тбилиси. Вечерняя прогулка по городу. С Авлабара в...
თბილისი. ვაკე. ჭავჭავაძის 22 ნომერი. რა ხდება შუაღ...
Тбилиси. Авлабар- Ортачала- Крцаниси- Шиндиси- пар...
Тбилиси. Отель “WINE PALACE”. Оазис комфорта, уюта...
მსგავსი ვიდეოები
თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდ...
TV IMEDI
თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდ...
Irakli Garibashvili
თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდ...
Georgian Government
თბილისის მეტროს ვაგონების განახლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის მეტროს ვაგონების კარების დაკეტვა Closing the doors...
luklikito
თბილისის მეტროს ვაგონების კარების დაკეტვა
Gigi Tevzadze
თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა
სააგენტო GUARDIAN GE
თბილისის მეტროპოლიტენის მოდერნიზებული ვაგონები. 2023.წ Metro...
Jack Nadirashvili