პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ


პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ. ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატებს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ  ანგარიშს წარუდგენს და მათ კითხვებს უპასუხებს. ძირითადი კითხვები დეპუტატებს 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ექნებათ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

კანონმდებლები ჯანდაცვის მინისტრს ასევე სოციალური მუშაკების გათავისუფლების შესახებ დაუსვამენ კითხვებს. უკვე ცნობილია, რომ სხდომას ფრაქცია „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან