მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა - ნიკოლოზ წიქარიძე - ბრძოლის შედეგად მიღწეულ შედეგებზე

07/11/2021

გადაცემა
ბუნების კანონი

თუ უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ვერცერთმა აქამდე ჩატარებულმა კვლევამ თუ საპროტესტო მოძრაობამ მიზანს - ამ ტერიტორიებზე შემცირებულიყო დაბინძურება - ვერ მიაღწია, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის” და “საყდრისის კომიტეტის კულტურული მემკვიდრეობისათვის” ბრძოლამ შედეგი გამოიღო, შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი მექანიზმი, როელმაც ხელი შეუწყო გარემოს დაბინძურების შერბილებისა და, ზოგ შემთხვევაში, აღმოფხვის მიმართულებით გადამწყვეტი პროცესის დაწყებას, რომელიც დღემდე მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, მალე გეგმის მიხედვით დასრულდება.

ჩვენი აქტიურობის შედეგად:

- შეიქმნა ექსპერტული და პოლიტიკური საფუძველი, რეგიონში გარემოს დაბინძურების საკითხის ობიექტური შეფასებისთვის (მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის კვლევა).
- გაიზარდა საზოგადოებრივი ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურებზე. „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ კვლევამ მნიშვნელოვანი დასაყრდენი შექმნა ამ ბრძოლის ეფექტიანად წარმართვისთვის. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ასევე ორგანიზაციამ „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისათვის“.
- „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ კვლევამ შექმნა მყარი პოლიტიკური და სამეცნიერო არგუმენტები, ხოლო ჩვენი ორგანიზაციისა და „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების აქტიურობამ ეს არგუმენტები პოლიტიკაში შეიტანა, რის საფუძველზეც სახელმწიფო და კომპანია იძულებული გახდა ქვემო ქართლში ინდუსტრიული დაბინძურება ეღიარებინა.
- ამ ბრძოლის შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიას დააკისრა კონკრეტული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება.
- პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, პროცესის მონიტორინგის, დაჩქარებისა და გაუმჯობესებისთვის, შექმნა “ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი”, სადაც შევიდნენ „მწვანე პოლიტიკის პლატფორმა“ და „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (https://parliament.ge/parliament/comm...)
- ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა კახა კუჭავამ, “ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის” მიერ დადგენილი დებულებების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს, მოთხოვა სამინისტროს კომპანია RMG-ისთვის არ დაერთო, სხვა ტერიტორიებზე წიაღის მოპოვების უფლება, სანამ კომპანია არ აღასრულებდა დაკისრებულ გარემოსდაცვით ვალდებულებებს.