პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

27.09.2018 00:57

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა და 111 მსჯავრდებული შეიწყალა, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართ​ულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, შეწყალებულ პირთაგან 42 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და სამი ქალია. 69 პირს სასჯელი შეუმცირდა. მათ შორისაა ოთხი ქალი და ექვსი არასრულწლოვანი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: