ირაკლი აბაშიძე - პირველი თოვლის სიმღერა(წუხელ თოვდა...)
მუსიკა: elton john - daniel ლექსი: წუხელ თოვდა, ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი, გენახე და ძილში თბილად დაგეხურე... მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს. დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე თოვლი, თეთრად დასახული, ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული. ჰყვავის ასე, და განთიადს მიხალისებს ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი, ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს. დგას ბუცები ვერის ბაღში, შემკრთალები, ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?! ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?! რა თოვლია! შენობებს და ბაღში ხარდანს ფარავს, თეთრად დასახული... ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა, როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული. მიხარია, ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც, წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი... ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას, მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!. #ირაკლიაბაშიძე #წუხელთოვდა #პირველითოვლისსიმღერა
მსგავსი ვიდეოები
პირველი თოვლის სიმღერა / წუხელ თოვდა
პირველი თოვლის სიმღერა.. ავტორი :ირაკლი აბაშიძე
T a m a r a 777
Art New Life პირველი თოვლი Cover
ArtNewLife(Official)
ირაკლი აბაშიძე კითხულობს ლექსს „უცნობი მინაწერი პალესტინის ქ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი აბაშიძე კითხულობს ლექსს „ხმა ზეთისხილის ბაღში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი აბაშიძე კითხულობს ციკლიდან „რუსთაველის ნაკვალევზე“ -...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე სტუმრად მხატვარ უჩა ჯაფარიძესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აგრობარათები თხილის მწარმოებლებისთვის
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი