43 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან

25.12.2020 05:45

გამორჩეული თარიღი საქართველოსთვის. კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა. 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარებული ინტრონიზაციით, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო: განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა პატრიარქობის პირველი წლები, რადგან საბჭოთა რეჟიმის პირობებში ეკლესიას მაშინ თითქმის არ ჰყავდა მრევლი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, უამრავი ეკლესია-მონასტრის აღდგენა და აშენება, სასულიერო სასწავლებლების გახსნა, ეპარქიების, მრევლისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება - ეს მხოლოდ ნაწილია იმ დამსახურებების, რომლებიც ილია მეორის სახელს უკავშირდება.

პატრიარქობის 43 წელი გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani