ვაქცინაციის კამპანია რეგიონებში
სოფლად ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში - შრომასა და ნატანებში, იმუნიზაციის პროცესის გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აცრა ადგილზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. იმუნიზაცია შესაძლებელია „სინოვაკის“, „სინოფარმისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით. მოსახლეობას მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები უწევენ. საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის, მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები გააცნეს. კოვიდრეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეგახსენებთ, რომ წახალისების პროგრამები თებერვალშიც გრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვაქცინაციის კამპანია რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინაციის კამპანია რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინაციის კამპანია რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია რეგიონებში
TV IMEDI
ვაქცინაცია აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინაციის კამპანია საჩხერეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტუდენტური კამპანია - „ავიცრათ ერთმანეთისთვის“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster