ევროკავშირის კითხვარი


ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობამ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილის შევსება დაასრულა.

დოკუმენტი ევროკომისიას 10 მაისისთვის გადაეცემა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დარჩენილია მხოლოდ მცირე, ტექნიკური სამუშაო. კითხვარის მეორე ნაწილი ტექნიკურ-სექტორული ხასიათის არის და 2 300-მდე კითხვას მოიცავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან