ლია მუხაშავრიას განცხადება


პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის ოლქში, ლია მუხაშავრია ოლქში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე საუბრობს. როგორც მუხაშავრია ამბობს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი საგანმანათლებლო დაწესებულებებში დახურულ შეხვედრებს მართავს.

მისი თქმით, ყაველაშვილი პერსონალს კარდაკარ სიარულსა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ავალდებულებს. პარტიის ლიდერის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ასევე სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ხანდაზმულებს სოციალური დახმარების დანიშვნას სთავაზობს. ლია მუხაშავრია განათლების მინისტრს მოუწოდებს, საკითხით დაინტერესდეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან