ვითარება უკრაინაში


უკრაინის დედაქალაქში სასურსათო მაღაზიები და ტრანსპორტი ამუშავდება, მათ შორის მეტრო, რომელიც გარკვეული შეზღუდვებით იმუშავებს. მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ პროდუქტები მოიმარაგოს. ამის პარალელურად, დედაქალაქის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ ქუჩებში. ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. იყო რამდენიმე შეტაკება დივერსიულ ჯგუფებთან.

რუსული არმია ისევ ცდილობდა კიევის თავდაცვის ხაზის გარღვევას, თუმცა უშედეგოდ. მცდელობა იყო შტურმი მიეტანათ ქალაქის შემოგარენზე. პარალელურად, ხარკოვში აფეთქებების ხმა ისმოდა, ქალაქის თავზე ავიაგამანადგურებლები დაფრინავდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დარტყმები ხორციელდებოდა აეროპორტზე.

ჩერნიგოვში ადგილობრივი დროით ღამის 02:45 საათზე რუსეთის ძალების მიერ გასროლილი რაკეტა ქალაქის ცენტრში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შემთხვევის შედეგად შენობას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია ერთი ქალი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმიდან ოდესის მიმართულებით 11 სადესანტო გემი მიემართება. მან ასევე დაადასტურა, რომ საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს ქალაქი ბერდიანსკი, რადგან მისი თქმით, იქ არ იყო განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან