წამება და სექსუალური ძალადობის ინსცენირება არარსებული დანაშაულის აღიარების მოთხოვნით.
პროკურატურა უმძიმეს კადრებს ავრცელებს. ვიდეომასალაში ჩანს, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, როგორ აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას დაზარალებულს გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები პატიმარს გაუპატიურებით და ლიკვიდაციით ემუქრებიან. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ალექსანდრე მუხაძემ და მეგის ქარდავამ მას შემდეგ, რაც სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს, დაზარალებული ციხის კარანტინში ჩაიყვანეს და სხვა პატიმრის გაუპატიურება აყურებინეს. ჩვენების მიღების შემდეგ კი პატიმარს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყეს. განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შემდეგ დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. საქმეზე პროკურატურამ ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ დღეს პასუხისგებაში მისცა. ის ამ დრომდე წითელი ცირკულარით იძებნება. იგივე საქმეზე უკვე ბრალდებულია მეგის ქარდავა. როგორც ირკვევა გავრცელებული ვიდეომასალა უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა სწორედ ქარდავას ბინიდან ამოიღეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.