გელა კეტაშვილს ოლიმპიური ოქროს მედალი დაუბრუნდა

10/17/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

16 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას ინიციატივით სპორტსმენ გელა კეტაშვილს დაუბრუნდა მისი კუთვნილი ოლიმპიური ოქროს მედალი. მინისტრი თავად შეხვდა ვეტერან სპორტსმენს და გადასცა კუთვნილი ჯილდო.
ვეტერანმა ფეხბურთელმა 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დროს, სახელმწიფო ბანკს გადასცა მის საკუთრებაში არსებული ოლიმპიური ოქროს მედალი, იმისათვის რომ აღნიშნული შემოწირულობა გამოყენებულიყო აფხაზეთის ომის დროს სახელმწიფოს დასახმარებლად. სახელმწიფომ შემოწირული მედალი გადასცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რომელიც დღემდე დაცული იყო საქართველოს სამუზეუმო ფონდში.
საქართველოს სამუზეუმო ფონდში დაცული ნივთი და კოლექცია გასხვისებას არ ექვემდებარება, რის გამოც ეროვნული მუზეუმი ვერ შეძლებდა სამუზეუმო ფონდში ჩარიცხული ნივთის სპორტსმენისთვის უკან დაბრუნებას. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომელმაც შეისწავლა სპორტსმენის კუთვნილი მედლის დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები და სამუზეუმო ფონდიდან ამორიცხვის სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით მოხერხდა ოქროს მედლის მუზეუმიდან გამოთხოვა და მისი მფლობელისთვის დაბრუნება.
ვეტერანი ფეხბურთელი (მცველი) გელა კეტაშვილი თამაშობდა ქუთაისის \"ტორპედოში\", თბილისის \"დინამოში\", ლანჩხუთის \"გურიაში\", თბილისის \"თეთრ არწივში\", სსრკ ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი. 1988 წელს გახდა სეულის 24-ე ოლიმპიადის ჩემპიონი, რისთვისაც მოიპოვა ოქროს მედალი.

http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან