ბელარუსული ბრენდების გამოფენა

20.03.2019 04:48

ბელარუს ბიზნესმენებს საქართველოს მიმართ ახალი საინვესტიციო გეგმები აქვთ. სასოფლო-სამეურნეო-ტექნიკა, ფარმაცევტული სფერო და მშენებლობა - ეს არის ის მიმართულებები, სადაც მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული მეწარმეები ქართველ პარტნიორებთან ერთად ბიზნესის დაწყებას აპირებენ. ვიზიტის პირველი დღე 14 შეთანხმებით დასრულდა. ბელარუსული პროდუქციის გამოფენაზე დასასწრებად ჩამოსულ ბიზნესმენთა ჯგუფს თან ბელარუსის ვიცე-პრემიერი ახლავს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. სახელდება კონკრეტული გეგმაც, რომელიც ქვეყნებმა 2021 წლისთვის უნდა შეასრულონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: