წავკისში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს დღეს ბრალს წაუყენებენ
წავკისში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. ორ პირს დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან, მესამეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის მოტივი მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი გახდა. 22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს. მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ორი პირი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
წავკისში მკვლელობის ამბავზე ახალი დეტალებია
TV IMEDI
წავკისში მკვლელობის საქმეზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავე...
TV IMEDI
წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმე
TV IMEDI
წავკისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამართალდამცველებმა გაჩიანში 3 მოქალაქის დაჭრის ბრალდებით 1...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მკვლელობა წავკისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მკვლელობა წავკისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქრონიკის“ ინფორმაციით, წავკისში მომხდარ მკვლელობაზე 1 პირი...
TV IMEDI