შემთხვევა ასპინძაში
ყირიმ–კონგოს ცხელების შედეგად, ასპინძაში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, ყირიმ–კონგოს სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, მამაკაცმა თავდაპირველად ახალციხის „იმედის“ კლინიკას მიმართა. სავარაუდო დიაგნოზით, პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა რამდენიმე დღიანი მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცენტრში განმარტავენ, რომ შესაძლებელია დაავადება ოჯახის წევრებსაც ჰქონდეთ, ამიტომ გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფ ნებისმიერ პირზე, მათ შორის ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალზე, დაკვირვებას აწარმოებენ. ყირიმ-კონგოს გავრცელების მხრივ, სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი სახიფათო ზონაა. ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მომხდარი, მიმდინარე წელს ადამიანებში დაავადების გამოვლენის პირველი შემთხვევაა, რომელიც სიკვდილით დასრულდა. გასულ წელს კი ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ყველა მათგანზე ჩატარდა დროული მკურნალობა. ოთხივე შემთხვევაში პაციენტები გამოჯანმრთელდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მკვლელობა ასპინძაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არქეოლოგიური აღმოჩენა ასპინძაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ასპინძაში სახალხო დღესასწაული „შოთაობა 2018″ აღინიშნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საახალწლო სამზადისი ასპინძაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფლის მეურნეობის მინისტრი ასპინძაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენა ასპინძაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გასტრონომიული ტურები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster